07:08 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-26 16:55:03, 1940 ნახვა

კომენტარი
გიგი წერეთელი - ტესტირებაზე განცხადებები იწვევს ეჭვს, რომ სტატისტიკა რეალობისგან განსხვავდება

„ევროპული საქართველოს“ დეპუტატი გიგი წერეთელი ტესტირებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლების განცხადებებს ეხმაურება.

როგორც დეპუტატი სოციალურ ქსელში წერს, აქტიურ ტესტირებასთან დაკავშირებით გაუგებრობები არ დასრულდა.

„უკვე მოვისმინეთ, რომ ახალი შემთხვევების ზრდა იმიტომაა, რომ მეტი ტესტირება ტარდება და თუ ასე აღარ იქნება, აღარც ციფრები გაგვეზრდება... არ მგონია, რამე აღმოჩენა იყოს ეს, მაგრამ ტესტირება ხომ იმიტომ გვჭირდება, რომ მეტი გამოვავლინოთ, დროზე ვიმოქმედოთ და საფრთხე შევამციროთ“,- წერს გიგი წერეთელი.

დეპუტატის განცხადებით, საბედნიეროდ, სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაბალია, თუმცა მისივე თქმით, არც მასობრივი ტესტირება გვაქვს და ამ ნაწილში არათუ ევროპას, არამედ ჩვენს რეგიონშიც ყველას ჩამოვრჩებით.

„ამიტომ, სანამ ასეთი განცხადებები გაკეთდება, ბუნებრივად იქნება ეჭვი, რომ ხელოვნურად ხდება სტატისტიკის შელამაზება და რეალობა კი განსხვავებულია“, - წერს წერეთელი.

დეპუტატისვე შეფასებით, გასაგებია, რომ ჯანდაცვის სისტემას სიმპტომებიანი პაციენტები ნაკლებად გაეპარება, მაგრამ რაც შეეხება უსიმპტომო ინფიცირებულებს, მხოლოდ მიზნობრივი, ლიმიტირებული ტესტირების პირობებში, დიდი ალბათობით, მათი რიცხვი ვერ დადგინდება და დაავადების გავრცელებას გაზრდის.

„არც ისაა არგუმენტი, რომ "ყველას მაინც ვერ გავტესტავთ". რაც მეტს შევძლებთ, მით უკეთესი, უკეთ გვეცოდინება გავრცელებაც, კარანტინში თუ იზოლაციაშიც ნაკლებად გაიტანჯებიან ადამიანები და ეკონომიკაც უფრო სწრაფად ამოქმედდება. მითუმეტეს, ამ "დახმარების პროგრამით", რაც მთავრობამ გამოაცხადა, სახლში დარჩენილი ადამიანები დიდხანს ვერ გაძლებენ“, - წერს გიგი წერეთელი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics