2020-04-26 14:45:29, 1652 ნახვა
საზოგადოება
მეუფე გერასიმე - ზიარების წესის ცვლილება არ განიხილება
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტის, მეუფე გერასიმეს განცხადებით, საქართველოს ეკლესია ზიარების წესის ცვლილების თემას არ განიხილავს.
მისი თქმით, კორონავირუსის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.
„მრევლი მოდის და ეზიარება. ნუთუ მსოფლიო საპატრიარქო, ჩვენზე მრავალრიცხოვანი ეკლესიები ვერ ხედავენ საფრთხეს, როცა არ ცვლიან წესს? ჩვენც რომ რუსეთის მსგავსად შეგვეცვალა, იტყოდნენ, რუსეთის ჭკუაზე დადიანო.
გავუფრთხილდეთ ჩვენს ქვეყანას, ღვთისმშობლის წილხვედრს ქვეყანას, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. ძალიან ცოტანი ვართ და გამეტებით ვწირავთ ერთმანეთს, გვიყვარდეს მოყვასი ჩვენი, ვითარცა თავი ჩვენი“, - განაცხადა მეუფე გერასიმემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,