06:11 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-26 14:16:19, 5627 ნახვა

ომი უკრაინაში
პაატა იმნაძე - ბოლო 24 საათში, კორონავირუსზე 822 ტესტი გაკეთდა, საიდანაც 29 შემთხვევაა დადასტურებული

ბოლო 24 საათში, კორონავირუსზე 822 ტესტი გაკეთდა, საიდანაც 29 შემთხვევაა დადასტურებული, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დღეისთვის საქართველოში 12 000 PCR ტესტირებაა ჩატარებული.

„ბოლო 24 საათის განმავლობაში არის 29 ახალი შემთხვევა. ეს არის ძირითადად ბოლნისის უკვე ცნობილი კლასტერიდან. ასევე თეთრიწყაროსი. მოგეხსენებათ, იქ იყო შემთხვევა და იმისი კონტაქტებია. გარდა ამისა, ერთი არის ქუთაისში, რომელიც ჰოსპიტალიზებული იყო, სწრაფი ტესტით იყო დადებითი და ამჯერად დადასტურდა PCR მეთოდითაც. ასევე თბილისში დაემატა ოთხი ახალი შემთხევა, ესეც დაკავშირებულია ერთ-ერთ ჰოსპიტალთან.

რაც შეეხება ტესტების რაოდენობას, 822 ტესტი გაკეთდა და აქედან არის 29 შემთხვევა, მაშინ როდესაც გუშინ იყო გაკეთებული 919 ტესტი და იქიდან იყო 25 ახალი შემთხვევა.

სულ დღეისთვის გაკეთებულია 12 000-ზე მეტი ტესტი ქვეყანაში, ეს რაც შეეხება PCR ტესტირებას. დაახლოებით ხუთი ათასზე მეტი სწრაფი ტესტია გაკეთებული“,- განაცხადა პაატა იმნაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics