21:32 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-26 11:27:25, 2699 ნახვა

მსოფლიო
ფხენიანი უარყოფს კიმ ჩენ ინის გარდაცვალებას

ჩრდილოეთ კორეის მეგობრობის ასოციაციის წარმომადგენლების და დიპლომატ ალექსანდრ კაოს ინფორმაციით,ჩრდილოეთ კორეის დიქტატორის კიმ ჩენ ინის გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ცნობები ტყუილია და სიმართლეს არ შეესაბამება.

ამის შესახებ ჩრდილო კრეელმა დიპლომატმა, Bloomberg-ს განუცხადა.
"ინფორმაცია, ჩვენი მარშალის და ლიდერის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება, არის ტყუილი და მავნებლობა"-აღნიშნავს დიპლომატი.
რამდენიმე ამერიკულმა გამოცემამ გაავრცელა ცნობა,  კიმ ჩენ ინის გარდაცვალების შესახებ.

ჩინეთმა, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ჩრდილოეთ კორეაში მედიკოსების ჯგუფი გააგზავნა, - აღნიშნულ ინფორმაციას „როიტერსი“ სამ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ეჭვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერი 15 აპრილს, ბაბუამისის იუბილეს არ დაესწრო. მას მსგავსი ცერემონია არასოდეს გამოუტოვებია. 

გავრცელებული ინფორმაციით, კიმ ჩენ ინს გულზე ოპერაცია დასჭირდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ ეტაპზე, კრიტიკულია





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics