|
2020-04-25 17:31:24, 15477 ნახვა
ომი უკრაინაში
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გამართულ შეხვედრაზე ბათუმში ჩატარებულ ოზონოთერაპიის წარმატებულ შედეგებზე ისაუბრეს
ინფექციური ცცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით ბათუმის კლინიკაში ჩატარებულმა ექსპერიმენტულმა მკუნალობამ, რომელიც ოზონოთერაპიას გულისხმობს ინფიცირებუი პაციენტები 8-9 დღეში გაათავისუფლა დაავადებისგან. მან ასევე აღნიშნა, რომ არსებული პროტოკოლის მიხედვით მკურნალობისას საუკეთესო შემთხვევაში პაციენტები 14, 20 ან 21 დღეში ინკურნებიან, ოზონო თერაპიამ კი დღეების რაოდენობა შეამცირა. „ეს შეხვედრა მოეწყო თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის ინიციატივით და ეს იყო პირველი მცდელობა ერთად შევკრებილიყავით ის ექიმები, ინფექციონისტები, რეანიმატოლოგები და ეპიდემიოლოგები ვინც ყველაზე მეტად არიან ჩართულნი კოვიდ იფექციათან ბრძოლაში. ეს შეხვედრა იყო დროული და მნიშნელოვანი, იმიტომ რომ მოხდა წინასწარი შედეგების განხილვა გაიმართა დისკუსია ამ დაავადებების თავისებურებაზე, პირველ ქართულ გამოცდილებაზე, წარმატებულ ნაბიჯებზე და გამოწვევებზე. ძალიან დიდი იმედი მაქვს ამ შეხვედრის შემდეგ თითოეული მონაწილის ცოდნა და გამოცდილება გაიზარდა რაც წარმატებით იქნება გამოყენებული ამ ინფექციის მართვაში. იყო საუბარი, ზოგიერთ ახალ მიდგომაზე, რომელსაც საქართველოში ცალკეული კლინიკები იყენებენ და შესაძლოა იყოს პერსპექტიული. იყო ბათუმის კლინიკის გამოცდილებაზეც, რომლებმაც ოზონო თერაპია გამოიყენეს ამ დაავადების დროს. წინასწარი მონაცემებით მათ 4 პაციენტზე გამოიყენეს ეს თერაპია და სამ პაციენტს ვირუსი მე-7 და მე-9 დღეს გაუქრა. თუ შემდგომში ეს ტენდენცია გაგრძელდა ეს საოცარია, იმიტომ რომ ჩვენ პაციენტებს ვირუსი მე-14 ხან მე-20 ან 21-ე დღეს უქრებოდათ. ოზონოთერაპია, ოზონის ადამიანის ორგანიზმში შეყვანას გულისხმობს, სპეციალური დანადგარის მეშვეობით. ეს დანადგარი გამოიმუშავებს ოზონს, ხდება მისი გაზავება ხსნარში და ინტრო ვენულად გადაესხმება პაციენტს“, - განაცხადა ცერცვაძემ.
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)