2020-04-25 13:42:49, 1522 ნახვა
რეგიონი
ქედაში მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებელი აქციები გრძელდება
ქედაში მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებელი აქციები გრძელდება.
აჭარის მთავრობის და კერძო სექტორის ჩართულობით, ქედის მუნიციპალიტეტში 2 000-მდე ოჯახს მოხალისეებმა და თვითმმართველობის მოხელეებმა სასურსათო კალათები და მედიკამენტები გადასცეს.
ქედის მერიაში მოქმედებს ცხელი ხაზი. მერიისა და საკრებულოს ერთობლივი გადაწყვეტილებით, თვითმმართველობის ბალანსზე არსებული ავტოპარკით უზრუნველყოფენ იმ მოქალაქეების ტრანსპორტირებას, რომლებიც ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევეენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების გამო, ვერ ახერხებენ სურსათისა და მედიკამენტების შეძენას. აღნიშნული ინიციატივით არაერთმა მოქალაქემ ისარგებლა.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),