|
2020-04-25 09:57:32, 1657 ნახვა
კომენტარი
ირაკლი კოვზანაძე: ანტიკრიზისული პროგრამა ითვალისწინებს მდგომარეობის შემსუბუქებას იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც ვირუსის გამო პრობლემა შეექმნა
„ყოველდღიურად ვხედავთ, რომ ბიუჯეტში დანაკლისებია, განსაკუთრებით, საგადასახადო ნაწილში. წლის ბოლომდე შემოსავლების მნიშვნელოვანი კლება იქნება. ეს უკვე აპრილში ჩანს, მაისში კიდევ უფრო რთული მდგომარეობა გვექნება. დანაკლისი დაახლოებით, 2-2, 5 მლრდ ლარამდე გვექნება", - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ ტვ „იმედის" ეთერში. მისი თქმით, 2020 წლის განმავლობაში ქვეყანას მოუწევს მკაცრი ეკონომიიის პირობებში ცხოვრება. მისივე განმარტებით, სწორად აქედან გამომდინარეა, რომ ანტიკრიზისული პროგრამა, რომელიც დღეს იყო წარმოდგენილი, ითვალისწინებს მოქალაქეებისათვის ახლად წარმოქმნილი პრობლემების შემსუბუქებას. როგორც ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, ანტიკრიზისული პროგრამა წარმოდგენილი იყო იმ დროს, როდესაც გაირკვა იმ თანხების მოცულობა და დიზაინი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან მიღწეული შეთანხებებით. „ვიცით, რომ ჩვენ 1,5 მლრდ დოლარი მივიღებთ საჯარო ნაწილისთვის, რაც ბიუჯეტისა და ცენტრალური ბანკის რეზერვებისკენ მიიმართება, მეორე 1, 5 მლრდ დოლარი არის კოროპორატიული სექტორისთვის. ამ თანხებმა საშუალება მოგვცა, რომ დავაბალანსოთ ბიუჯეტში არსებული დანაკლისები და ჩამოგვეყალიბებინა ეს პროგრამა, რომლის პრეზენტაციაც დღეს მოხდა", - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ. მისი თქმით, ის, რომ ორი ფრონტოფისი - ფინანსთა სამინისტრო და ცენტრალური ბანკი კრიზისს მომზადებული დახვდა, ეს შედეგია სწორი საზედამხედველო და მაკროეკონომიკური პოლიტიკის. მისივე შეფასებით, ინსტიტუციურად პარლამენტმა და მთავრობამ ერთად სწორად იმუშავა. „ყველა კომპონენტი, განსაკუთრებით, კაპიტალის ბუფერები კომერციული ბანკისათვის, ლიკვიდურობის კოეფიციენტები და გადახდისუნარიანობა დღეს არის ისეთი, როგორიც გვჭირდება, მაგრამ ლიკვიდურობა არის მთავარი ფაქტორი, რომელიც ყოველდღიურ კონტროლს საჭიროებს და ამ პროგრამაში არის დამატებით 600 მილიონიანი კომპონენტი კომერციული ბანკებისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და ხაზგასასმელია", - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ. მისი თქმით, ანტიკრიზისული პროგრამა ითვალისწინებს მდგომარეობის შემსუბუქებას იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც ვირუსის გამო პრობლემა შეექმნა და ის ჩვენი მოსახლეობის საკმაოდ ფართო ფენებს მოიცავს, ასევე კომპანიებისთვის, რომლებიც სამუშაო ადგილებს შეინარჩუნებენ. მისივე ინფორმაციით, პროგრამაში ასევე არის რამდენიმე პუნქტი სოფლის მეურნეობასთან დაკავშრებით და გარკვეული საგარანტიო მექანიზმები. „დღეს ეკონომიკა არის კონსერვაციის პირობებში. ჩვენ დაგვჭირდება საკმაოდ მნიშვნელოვანი პაკეტის მომზადება, თუ როგორ უნდა მოხდეს ეკონომიკის რეაბილიტაცია და, აქედან გამომდინარე, როგორი იქნება წახალისების მექანიზმები", - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ. მისი თქმით, ბიზნესის მხარდაჭერისთვის ისევ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების დახმარება იქნება საჭირო.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)