21:33 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-24 20:31:11, 2620 ნახვა

მსოფლიო
პანდემიის გამო იაპონიაში მამაკაცებს ქალების მაგივრად პროდუქტების შეძენისკენ მოუწოდეს

იაპონიის ქალაქის, ოსაკის მერმა იტირო მაცუიმ მამაკაცებს ქალების მაგივრად პროდუქტების შეძენისკენ მოუწოდა, რადგანაც მათ ეს უფრო სწრაფად გამოსდით - ამის შესახებ ინფორმაციას „CNN” ავრცელებს.

მაცუიმ განმარტა, რომ ქალები მეტ დროს ხარჯავენ საყიდლბეზე სიარულის დროს, რადგან ყუველაფერს ათვალიერებენ და უკეთეს ვარიანტს არჩევენ. მამაკაცები კი სწრაფად ყიდულობენ იმას, რაც სიაში უწერიათ.

მერის განმარტებით, ეს ზუსტად ის არის რაც კორონავირუსის პანდემიის დროს სჭირდებათ, რათა თავი აარიდონ დახურულ სივრცეში სხვებთან კონტაქტს.

საზოგადოება ნეგატიურად შეხვდა მერის ამ განცხადებას. სოციალურ სივრცეში მომხმარებლება ივარაუდეს, რომ მაცუი არასდროს ყოფილა საყიდლებზე.

გაეროს 2020 წლის მონაცემებით ქალები იაპონიის მოსახლეობის 51,2 %-ს შეადგენენ. 24 აპრილის მონაცემებით, იაპონიაში კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან ინფიცირების 12 368 შემთხვევა დაფიქსირდა, 368 ადამიანი გარდაიცვალა.

20 აპრილს, რომ იაპონია მეტნაკლებად უსაფრთხო ქვეყნების სიაში შევიდა კორონავირუსის პანდემიის დროს.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics