2020-04-24 12:05:46, 1658 ნახვა
რეგიონი
ზუგდიდში კომენდატის საათის დროს მამაკაცი დაჭრეს
ზუგდიდში, გვიან ღამით, ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, რის შედეგადაც ერთ-ერთს გულმკერდისა და კისრის არეში ბასრი საგნით ჭრილობა მიაყენეს.
დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და სამართალდამცავები მას ამ დრომდე ეძებენ.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,