2015-08-14 15:36:49, 586 ნახვა
საზოგადოება
ინგირში მინი საფეხბურთო სტადიონის მოწყობა დაიწყო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ინგირის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მინი საფეხბურთო სტადიონის მოწყობა მიმდინარეობს.
როგორც „ექსპრესნიუსს“ ზუგდიდის მერიიდან აცნობეს, მინი სტადიონი ჯანაშიასა და მშვიდობის ქუჩის გადაკვეთაზე მოეწყობა.
ამ ეტაპზე დამონტაჟებულია რკინის ძელები, მოყრილია მიწა და პარალელურად ხორციელდება სტადიონის ღობის ლითონის მავთულბადით შემოღობვა.
სამუშაოებში ადგილობრივი მუშახელია დასაქმებული. საფეხბურთო სტადიონის მოწყობის სამუშაო მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში აღნიშნული სამუშაოებისთვის 19 582 ლარი გამოიყოფა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან