2020-04-23 16:43:39, 1840 ნახვა
საზოგადოება
ბათუმში რამდენიმე ადამიანმა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება გააპროტესტა
ბათუმში რამდენიმე ადამიანმა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება გააპროტესტა.
ბათუმში საპროტესტო აქცია სოციალური დისტანციის დაცვით გაიმართა.
აქციის მონაწილეები ცენტრალურ პარკში შეიკრიბნენ და საგანგებო მდგომარეობის გაუქმება მოითხოვეს.
„თავისთავად გავრცელდა და ამის სახელმწიფოსთვის დაბრალება, რომ ვირუსი გავრცელდა, შეუძლებელია. უბრალოდ ამ მომენტით, შეშინებული ადამიანებით სარგებლობენ.
ჩვენ უნდა ვისხდეთ სახლებში, არანაირად არ უნდა ვზრუნავდეთ ოჯახებზე და უნდა ველოდოთ, მთავრობა რამეს როდის გადმოგვიგდებს დახმარების სახით“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, გიორგი ფუტკარაძემ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან