08:24 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-23 15:58:48, 1376 ნახვა

კომენტარი
გია ვოლსკი - არჩევნების თარიღს არანაირი საფრთხე არ უნდა დაემუქროს იმ პროგნოზებით, რაც ჩვენ გაგვაჩნია

„არჩევნების თარიღს არანაირი საფრთხე არ უნდა დაემუქროს იმ პროგნოზებით, რაც ჩვენ გაგვაჩნია და რომელსაც გვაწვდიან ჩვენი მედიკოსები“, - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

გია ვოლსკის თქმით, საკონსტიტუციო განხილვების ჩატარების დაწყება  ივნისში იგეგმება და სავარაუდოდ, ივლისისთვის დასრულებული უნდა იყოს საარჩევნო კანონმდებლობის პაკეტზე მუშაობა.

„მე ვფიქრობ, რომ ყველა მონაცემით განხილვას დავიწყებთ ივნისში და ივლისში დავამთავრებთ და გვექნება პაკეტი საარჩევნო სისტემით და კონსტიტუციაში ცვლილებებით. ამის ხელისშეშლა შეუძლია მხოლოდ  იმ წინასწარ დაუგეგმავ პრობლემას, რასაც ჰქვია ვირუსის შემოტევის გაფართოვება. ამასთან დაკავშირებით, ჩვენი და მედიცინის დარგიდან მომდინარე პროგნოზები არის დამაიმედებელი, თუმცა, ქმედებები ცალკეული ჯგუფებისა არის საკმაოდ შემაშფოთებელი ამ თვალსაზრისით.  ჩვენზე, პოლიტიკოსებზე  რაც არის დამოკიდებული უნდა შევასრულოთ. საზოგადოებამაც უნდა იგრძნოს  პასუხისმგებლობა ქვეყნის სტაბილურობისათვის გაცილებით უფრო მეტად, ვიდრე ამას ზოგიერთი პოლიტიკური პარტიები და გაერთიანებები კარნახობენ", - განაცხადა გია ვოლსკიმ.​





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics