20:47 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-22 18:35:05, 2538 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე მარნეულის აქციაზე - საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ საბოტაჟის მოწყობა დაუშვებელია

„„ნაციონალური მოძრაობის“ ორივე განშტოების ლიდერები, პირდაპირ იყვნენ ჩართულნი მარნეულში გამართული აქციის ორგანიზებაში“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ტვ „იმედის" გადაცემაში „დღის ქრონიკა" განაცხადა.

მისი თქმით, საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ საბოტაჟის მოწყობა დაუშვებელია.

ისინი ამ აქციაში მონაწილეობდნენ როგორც ლიდერები. ყველაფერი იყო დღესავით ნათელი - იყო პოლიტიკური აქცია და ამ პოლიტიკური აქციის მიზნები არის ძალიან მკაფიო იმ პირობებში, როდესაც ადამიანები პირდაპირი მნიშვნელობით სიცოცხლისთვის იბრძვიან. ათეულობით ჩვენი მოქალაქეები ინფიცირებულები არიან და ექიმები მთელი თავიანთი საქმიანობით, ჩართული არიან ეპიდემიასთან ბრძოლაში. ამ პირობებში კეთდება ისეთი რამ, რაც ქმნის ეპიდემიის ხელოვნურ კერას, რაც ძალიან მძიმე ქმედებაა. ამ მძიმე ქმედებას ბუნებრივია, მკაცრი პასუხი უნდა გაეცეს. დაუშვებელია ასეთი ტიპის საბოტაჟის მოწყობა საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. სამწუხაროდ, ეს პოლიტიკური ძალა არ იშლის ასეთ ქმედებებს და დღესაც ამის მორიგი გამოვლინება იყო მარნეულში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics