20:47 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-22 15:55:46, 2213 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - კითხვა - სად არის ბიძინა ივანიშვილი, აბსოლუტურად არა რელევანტურია და მხოლოდ პოლიტიკურ პოპულიზმს ემსახურება

„თანამედროვეობაზე რომ დებდნენ თავს, ყველაზე დიდ ისტერიკაში ის ადამიანები ჩავარდნენ გუშინ და პოლიტიკური ინტერპრეტაციები მისცეს იმ ამბავს, რომ მამამ შვილთან ერთად „TikTok"-ისთვის  ჩაწერა ვიდეო. მათ ამ გამოხტომებზე სერიოზულად ვერ ილაპარაკებ",- ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მამუკა მდინარაძე ოპოზიციის განცხადებებს ბიძინა ივანიშვილის შესახებ.

რაც შეეხება ოპონენტთა შეკითხვას - სად არის  პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილი ყოველდღიურ რეჟიმში ატარებს პარტიაში შეხვედრებს.

„პარტიაში საბჭოები სხვადასხვა მიმართულებით,  თემატური ჯგუფებისგან არის დაკომპლექტებული. პრაქტიკულად, ეს საბჭოები  გარდაიქმნა კრიზისულ საბჭოებად.  ყველა საკითხთან დაკავშირებით, საკონსულტაციო ფუნქციას ასრულებენ ეს საბჭოები. დღეში, მინიმუმ, ორი-სამი შეხვედრა იმართება და მას ხელმძღვანელობს  პარტიის თავმჯდომარე. აქედან გამომდინარე, არასერიოზულია იმის განცხადება და მტკიცება, რომ ბიძინა ივანიშვილი სადღაც, ვიდეოში გამოჩნდა",- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, ოპონენტებს არ ახსენდებათ ბიძინა ივანიშვილის მიერ StopCov ფონდში ასი მილიონი ლარის გადარიცხვა და ის შეხვედრები, რომელსაც პარტიის დამფუძნებელი ყოველდღიურად მართავს.

„ამის წინ სვამდნენ შეკითხვას, სად არის ბიძინა ივანიშვილი მაშინ, როდესაც ის უცხოელებთან შეხვედრაზე იყო. იგი  ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს პარტიაში, შესაბამის ჯგუფებთან, შესაბამის საკონსულტაციო საბჭოებს უძღვება და ეს არის პერმანენტული. უკაცრავად, რომ ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერივით,  პირდაპირ ეთერში არ ცდილობს პოლიტიკური ქულების დაწერას საკონსულტაციო საბჭოების ხელმძღვანელობის გამო და პარალელურად. აქედან გამომდინარე, კითხვა, სად არის ბიძინა ივანიშვილი, აბსოლუტურად არა რელევანტურია და მხოლოდ და მხოლოდ ამ შემთხვევაში, პოლიტიკურ პოპულიზმს ემსახურება",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.​





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics