|
2020-04-22 10:42:50, 8479 ნახვა
ომი უკრაინაში
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 17 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ კლინიკაში მყოფი ორი პაციენტი, რომელთა მდგომარეობაც იყო კრიტიკულთან მიახლოებული, დასტაბილურდა და ახლა მძიმე პაციენტებად ითვლებიან. მისივე თქმით, ამ ეტაპზე კლინიკაში 17 პაციენტის მდგომარეობა არის მძიმე. „დღეს დილას დაგვემატა სამი დადასტურებული შემთხვევა და გვაქვს 411 დადასტურებული შემთხვევა. ამ სამი ადამიანის წყარო ცნობილია, ესაა ბოლნისისა და სვანეთის წყაროდან. გუშინ საღამოს გვყავდა 97 გამოჯანმრთელებული პაციენტი, დღეს ჩვენთან დაემატა ერთი და გახდა 98. ჩვენთან 45 დადასტურებული შემთხვევაა. ორი მძიმე პაციენტი, კრიტიკულთან მიახლოებული, ერთი კვირის განმავლობაში სტაბილურია, ისინი მძიმე პაციენტებს მიეკუთვნებიან ახლა. აქედან გამომდინარე შეიძლება განვიხილოთ, რომ 17 მძიმე პაციენტი გვყავს“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)