12:31 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-21 17:20:10, 1522 ნახვა

კომენტარი
ამირან გამყრელიძე - მომავალი სამი კვირის განმავლობაში შესაძლოა შემთხვევების ზრდა დაფიქსირდეს

დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ მომავალი სამი კვირა იქნება კრიტიკული.

მანვე განმარტა, რომ სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებამ აჩვენა, რომ შიდა გავრცელებიდან მეექვსე და მერვე კვირები არის კრიტიკული.

საქართველო ამ ეტაპზე შიდა გავრცელებიდან მეეხუთე კვირას ითვლის, ამიტომ მომავალი სამი კვირის განმავლობაში შესაძლოა ინფიცირების შემთხვევების ზრდა დაფიქსირდეს.

„ჩვენი ეპიდემიის გავრცელების მრუდი ჯერჯერობით გახლავთ გლუვი. წინა კვირაში გვქონდა სამი ნახტომისებური ზრდა, მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ თქვენ დაიცავით უმრავლესმა ის რეკომენდაციები, რასაც სახელმწიფო იძლეოდა, მოვახერხეთ ის, რომ ზრდის მაჩვენებელი არ სცილდება ათ ახალ შემთხვევას.

მოგეხსენებათ ჯერ ყველაფერი წინ არის. პანდემია ვრცელდება მსოფლიოში. ვერ გააჩერეს დიდმა ქვეყნებმა პანდემიის გავრცელება, ამიტომ  მომავალი სამი კვირა, რატომ ვამბობ სამ კვირას, ჩვენ პირველი შემთხვევა დაგვიფიქსირდა 26 თებერვალს და 22 მარტს დავაფიქსირეთ უკვე შიდა გავრცელების შემთხვევა. როცა ვეღარ გავედით წყაროზე, შიდა გავრცელებიდან დაწყებული, უკვე მეექვსედან მერვე კვირამდე ითვლება ყველაზე უფრო კრიტიკულ კვირებად. დღეს ჩვენ შევედით მეხუთე კვირებში, ამიტომ აპრილის ბოლო კვირა, მაისი პირველი კვირა  მოსალოდნელია, რომ იყოს ინფექციის კიდევ ზრდა.

ამიტომ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ და გთხოვთ ყველას, რომ დავრჩეთ სახლში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ანგარიშს აქვეყნებს
მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის - მიიღეთ 20%-იანი PLUS ქულების ქეშბექი Alta-ში DREAME-ის პროდუქციის შეძენისას
ქალი პოლიტიკოსები რუსთავის ციხესთან შეიკრიბნენ და ელენე ხოშტარიას სოლიდარობა გამოუცხადეს
4 სრულად დაფინანსებული კურსი Businesscourse.ge-ზე, თუ კონტენტის შექმნა გაინტერესებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics