|
2020-04-21 16:36:33, 8613 ნახვა
ომი უკრაინაში
ეკოლოგები თბილისსა და მცხეთაში, კორონავირუსის დადებით გავლენაზე საუბრობენ
„სუნთქვა გაადვილდა“, კორონავირუსის მეორე მხარე, რომელმაც დედამიწას ამოსუნთქვის საშუალება მისცა. იმას, რომ საქართველოს ქალაქებში ჰაერი გაიწმინდა, ადგილობრივი მოსახლეობა და ეკოლოგებიც აღნიშნავენ. თვალსაჩინო მაგალითია მცხეთა, საქართველოს ძველი დედაქალაქი. ტურისტებისა და ადგილობრივი მოსახლეობის საყვარელი ადგილი, ვერ უმკავდებოდა ხელოვნურ დაბინძურებას და გამონაბოლქვს, უძლური იყო მდინარე მტკვარი და არაგვიც. უარესი სიტუაცია იყო თბილისში პანდემიამდე. ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყაროები ქალაქში ტრანსპორტის გამონაბოლქვი, ქაოსური მშენებლობების მტევრი და ბუნებრივი მტვერი იყო. ასევე პრობლემები იყო გამწვანების კუთხით, საწვავის ხარისხისა და დიდი ხნის განავლობაში მიმდინარე საგზაო სამუშაოების კუთხით. დღეს დღეისობით დაბინძურების ორი ძირითადი წყარო შეიძლება დროებით დავივიწყოთ, მანქანები თითქმის არ მოძრაობენ ქალაქში, ქუჩებს კი რეგულარულად რეცხავენ და დეზინფექციას უტარებენ. სტატისტიკა საკმაოდ მძიმეა, ყოველწლიურად ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაავადებებით ქვეყანაში შვიდ ათასამდე ადამიანი კვდება, მათ შორის 8 ერთ წლამდე ასაკის ბავშვია, საქართველოს მოსახლეობა კი ჯამში 3,7 მილიონია. ეკოლოგები ეთანხმებიან იმ აზრს, რომ კორონავირუსის პანდემიისგან გამოწვეული ცვლილებებით, დედამიწამ ამოისუნთქა, მაგრამ რამდენ ხანს გაგრძლედება ასე არავინ იცის. ეკოლოგი ნინოჩხობაძის თქმით, ქართველი ეკოლოგები სიტუაციის ანალიზით არიან დაკავებულნი, თუმცა კიდევ რამდენ ხანს არ დაბინძურდება გარემო ძნელი სათქმელია. „საქართველოში, ძირითადი დაბინძურების წყარო ტრანსპორტია. იმის გამო , რომ ტრანსპორტით გადაადგილება შემცირდა, შემცირდა ატმოსფეროს დაბინძურებაც. როგორც კი საგანგებო ზომები მორჩება, ტრანსპორტი ისევ ამოძრავდება, ამიტომ ეს პრობლემას ვერ გადაწყვეტს“, - განაცხადა ქართველმა ეკოლოგმა, ნინო ჩხობაძემ „სპუტნიკთან“ ინტერვიუში. მოსახლეობაც და მთავრობაც მოუთმენლად ელოდება ამ სიტუაციის დამთავრებას, რომელიც ქვეყანას სერიოზულ ეკონომიკურ კრიზისს უქადის. კოლოსალური ზარალის ასანაზღაურებლად, ყველა მექანიზმის მთლიანი ძლიათ ამოქმედება იქნება საჭირო, ეს კი გარემოსათვის დიდი ზიანის მომტანი იქნება. მიუხედავად ამისა, ეკოლოგი ირინა გვინერია ოპტიმისტურად არის განწყობილი. „ხალხი რაიონებში თავიანთ სახლებს დაუბრუნდა, სოფლის მეურნეობას მიჰყვეს ხელი, ბევრი მათგანი სავარაუდოდ სერიოზულად მოეკიდება ამ საქმეს სამომავლოდ და არ გამოიწევენ ისევ დედაქალაქისკენ, რომელიც ამდენ ადამიანს სამუშაო ადგილებით ვერ უზრუნველყოფს“, - განაცხადა ირინამ. ერთი რამ ნათელია, ბევრი რამ შეიცვლება ჩვენ ცხოვრებაში და კორონავირუსით გამოწვეული გამოცდა წარუშლელ კვალს დატოვებს მთელ სამყაროზე, ღირებულებების გადაფასება მოხდება. შესაძლოა ამ ყველაფრის შემდეგ, დავიწყოთ იმ გარემოზე ზრუნვა რომელშიც ვცხოვრობთ, ნებით თუ უნებლიედ ამ ეტაპზე სიტუაცია გარემოს და დედამიწის სასარგებლოდ მიმდინარეობს.
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)