11:00 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-20 22:07:56, 1373 ნახვა

საზოგადოება
საკარანტინო სივრცეში მყოფი პირების საკვებისმიერ მოწამვლის შესახებ, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, განმარტება გააკეთა

მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც საკარანტინო სივრცეში მყოფი პირების საკვებისმიერ მოწამლვას ეხებოდა აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ დამატებითი განმარტება გააკეთა.

მისი თქმით, აღნიშნული კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია, თუმცა პაციენტებს კოვიდ-19 არ დაუდასტურდათ.

„ორი დღის წინ ერთ-ერთი საკარანტინო სივრციდან მუცლის ტკივილისა და დიარეის ნიშნებით ორი პაციენტი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ გადაყვანილი იქნა ცხელების კლინიკა „მედემერჯნსში“. რადგან კარანტინი არის დახურული ორგანიზებული სივრცე და ეს კლინიკური ნიშნები დამახასიათებელია კორონავირუსისთვის, ამიტომ მიზანშეწონილად ჩაითვალა გარდა აღნიშნული 2 პირისა, ამავე საკარანტინო სივრცეში აღრიცხული პირებისაგან გამოყოფილიყო ის პირებიც, რომელთაც 14 დღის განმავლობაში აღენიშნებოდა ერთჯერადად გამოხატული მცირე, ელემენტარული სახის ჩივილი და ჩატარებულიყო მათი კოვიდ ინფექციაზე დიაგნოსტიკური კვლევა. კლინიკაში მყოფ ორ და დამატებით 45 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ზოგადად კვლევა კარანტინის დატოვებამდე ყველა იმ პირს უტარდება, თუ ერთჯერადად აღენიშნება კოვიდისთვის დამახასიათებელი რაიმე სახის ჩივილი. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა. რადგან ამ პირების კარანტინში ყოფნის პერიოდი ამოიწურა და მათ არ აქვთ კორონავირუსი, გუშინ ყველა მათგანი სახლში გაემგზავრა. ეს არ არის უჩვეულო შემთხვევა და ჩვენ ყველა საეჭვო სიმპტომს აქამდეც და მომავალშიც ლაბორატორიულად შევამოწმებთ“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე - ბატონი ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც არათუ არაფერი გააკეთა ამ ურთიერთობების განვითარებისთვის, არამედ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაზიანებულიყო ურთიერთობები
ფიშერი - ჩვენი უფლებამოსილების ვადა საქართველოში დასრულდა - მადლობა, ბედნიერად და Auf Wiedersehen
აშშ-ის საჰაერო ძალებმა წყნარ ოკეანეში B-2-დან გაშვებული LRASM რაკეტა გამოსცადეს
მოსკოვს კვლავ დრონებმა დაარტყეს, დაიბომბა ნოვოროსიისკის პორტიც
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics