11:00 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-20 19:50:55, 1492 ნახვა

საზოგადოება
გაზსადენზე ავტომანქანის შეჯახების გამო სანზონის მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდა

სანზონა, მუხრანისა და ტიბაანის ქუჩების კუთხეში გამავალი მაგისტრალური გაზსადენი ავტომანქანის შეჯახების შედეგად დაზიანდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია კომპანიის თბილისი ენერჯის სამსახური და მიმდინარეობს  საშუალო წნევის მილსადის აღდგენითი სამუშაოები.

 გაცნობებთ, რომ ავარიის გამო გაზის მიწოდება შეუწყდა სანზონის (ღრმაღელის) 6000 მდე აბონენტს. კერძოდ - დასახლების კორპ. # 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 18, 19, 20, 21, 24, 25, 26, 27, 28, გურამიშვილის გამზ. 15, 15ბ, 19, 19ა, 21, 23, გუდამაყრის ქ. 5, 7, 7ა, 7ბ, ლიახვის ქ. 1, ჩარგლის ქ. 25, 26, 35, მეტრო ,,ღრმაღელესთან" სავაჭრო ცენტრის მიმდებარედ (იგივე დ. გურამიშვილის გამზ. 23ა) შპს ,,ჯორჯიან ჰაუსი"-ს მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, ასევე მუხრანის, ჩარგლის, ნაგომარის, გლინკას, ხორნაბუჯის, თიანეთის, ნ. შენგელაიას, ზიგზაგის, გვაზაურის, ლიახვის, რატევანის, ჟინვალის, ჭოპორტის, დ. გარეჯელისა და ბოგვის ქუჩების კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, ასევე აღნიშნულ ტერიტოიაზე განთავსებულ კომერციულ და საბიუჯეტო ორგანიზაციებს, მათ შორისაა ჩარგლის ქუჩაზე მდებარე საბავშვო ბაგა-ბაღი #31, საჯარო სკოლა # 32, სკოლა # 207 და სხვა.

ბუნებრივი გაზის მიწოდება აღდგება  ხვალ 21 აპრილს 10.00 სთ-დან და დასრულდება 16:00 სთ-მდე. კომპანია თბილისი ენერჯი ბოდიშს გიხდით ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებით შექმნილი დისკომფორტის გამო. გთხოვთ დაიცვათ გაზის უსაფრთხო მოხმარების წესები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ბატონი ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც არათუ არაფერი გააკეთა ამ ურთიერთობების განვითარებისთვის, არამედ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაზიანებულიყო ურთიერთობები
ფიშერი - ჩვენი უფლებამოსილების ვადა საქართველოში დასრულდა - მადლობა, ბედნიერად და Auf Wiedersehen
აშშ-ის საჰაერო ძალებმა წყნარ ოკეანეში B-2-დან გაშვებული LRASM რაკეტა გამოსცადეს
მოსკოვს კვლავ დრონებმა დაარტყეს, დაიბომბა ნოვოროსიისკის პორტიც
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics