19:24 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-18 17:06:51, 1988 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრმა რეგიონების ხელმძღვანელ პირებთან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული აკრძალვების აღსრულება განიხილა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ყველა რეგიონის  ხელმძღვანელ პირებთან, ვიდეოკონფერენციის საშუალებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობით დაწესებული აკრძალვების აღსრულების პროცესი განიხილა.

გიორგი გახარიამ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს და რეგიონების გუბერნატორებს დაავალა, ყველა შეზღუდვის ზედმიწევნით დაცვა მკაცრად გაკონტროლდეს. გუბერნატორებმა მთავრობის მეთაურისგან ასევე მიიღეს დავალება, ჯანდაცვის სამინისტროსთან სრული კოორდინაციით, მუდმივ რეჟიმში აკონტროლონ რეგიონებში ე.წ ცხელების ცენტრებისა და კოვიდინფიცირებული  პაციენტების მიმღები კლინიკების მზადყოფნის დონე და სტანდარტებთან შესაბამისობა.

საუბრისას ასევე აღინიშნა მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზის - 144-ის გამართული ფუნქციონირების მნიშვნელობა საგანგებო მდგომარეობით დაწესებული აკრძალვებისა და დაშვებების შესახებ მოსახლეობის ინფორმირების პროცესში. ამ მიზნით, გუბერნატორებს დაევალათ, თითოეულ რეგიონში გამოყონ შესაბამისი პასუხისმგებელი პირები, რომლებიც 144-ის მიერ გადამისამართებულ მოქალაქეებს კვალიფიციურ ინფორმაციას მიაწვდიან ან შესაბამის დახმარებას აღმოუჩენენ.

ამასთან,  რეგიონების ხელმძღვანელი პირები, თითოეული რეგიონის საჭიროებების გათვალისწინებით, მთავრობას უახლოეს დღეებში წარუდგენენ ხედვას იმ ეკონომიკური ობიექტების შესახებ, რომელთა მუშაობის განახლება, საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ პირველი რიგის პრიორიტეტია. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება ეკონომიკური სუბიექტების მხრიდან ჯანდაცვის სამინისტროსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტების მიერ გაცემული რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი მუშაობის განახლებას ვერ შეძლებენ.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა რეგიონების ხელმძღვანელი პირების ეფექტიანი მუშაობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას, რათა ადგილზე შესაძლო ხარვეზები დროულად აღმოიფხვრას და ნებისმიერი სახის გართულებები თავიდან იყოს აცილებული. პროცესს კოორდინაციას გაუწევს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონებთან ურთიერთობის საკითხებში სოზარ სუბარი.

მთავრობის მეთაური ვიდეოკონფერენციის რეჟიმში რეგიონების ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრებს სისტემატურ რეჟიმში გამართავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics