2020-04-18 13:07:36, 1509 ნახვა
საზოგადოება
იერუსალიმში წმინდა ცეცხლი გარდმოვიდა! მას დღეს გვიან ღამე სამებაში მიაბრძანებენ
ისრაელში, იერუსალიმში მორწმუნეები წმინდა ცეცხლის გარდამოსვლას ელოდნენ, რომელიც 14 საათსა და 51 წუთზე, ქრისტეს აღდგომის ტაძარში გარდმოვიდა.
კორონავირუსის გამო , წელს უპრეცენდენტო გამონაკლისი დაუშვეს იერუსალიმში, სადაც ათასობით ადამიანის ნაცვლად ქრისტეს აღდგომის ტაძარში მხოლოდ რამდენიმე ადამიანი, მსოფლიოს მართლმადიდებლური ეკლესიების 15 წარმომადგენელი ელოდებოდა ცეცლხის გარდამოსვლას.
შეგახსენებთ, დღეს საქართველოში წმინდა ცეცხლის ჩამობრძანება იმ სპეც რეისით მოხდება, რომელიც საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად თელ-ავივიდან თბილისის მიმართულებით შესრულდება. რეისს საპატრიარქოს წარმომადგენლები თბილისიდან გაჰყვნენ.
ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან