11:58 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-17 18:45:56, 1455 ნახვა

საზოგადოება
1300-ზე მეტი მოხუცი და ბავშვი „ლიბერთისგან“ სააღდგომო ნობათს მიიღებს

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს საქართველოში არსებული ბავშვთა, მოხუცებულთა და შშმ პირების 100-ზე მეტი პანსიონატის ბინადრები „ლიბერთი“ ბანკისგან ტრადიციულად სააღდგომო პასკებსა და პროდუქტებს მიიღებენ.

„ლიბერთი“ ბანკი რამდენიმე წელია, რაც სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში ზრუნავს ზემოთაღნიშნული პანსიონატების ბენეფიციარებზე და წელს უკვე ახალი ეგიდით #ლიბერთიგულით, გადასცემს სააღდგომო ნობათს ხანდაზმულთა თავშესაფრების, ბავშვთა სახლების და შშმ პირების პანსიონატების ბენეფიციარებს - დაწესებულებებს, სადაც 1300-ზე მეტი ბინადარია.

ქვეყანაში Covid-19 ვირუსის გავრცელების პრევენციული ზომების გამო დღეს გამკაცრდა გადაადგილებისა და ტრანსპორტირების წესები და შეუძლებელი გახდა სურსათის დარიგება დაგეგმილი სადისტრიბუციო მარშრუტით. ლიბერთის თანამშრომლებმა მთელი საქართველოს მასშტაბით, მიიღეს დროული გადაწყვეტილება, გაერთიანდნენ და საკუთარი ძალებით, ზრუნვითა და სიყვარულით სავსე გულით, უახლოესი დღეების განმავლობაში ყველა რეგიონის 100-მდე სახლს თავად მიაწვდიან პროდუქტს და სააღდგომო პასკებს.

„ლიბერთი“ არაერთი წელია ზრუნავს მოხუცებზე და განსაკუთრებით მათზე, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება თანადგომა. ძალიან დასაფასებელია, რომ წინაღობის მიუხედავად, ჩვენმა თანამშრომლებმა, ახალგაზრდებმა გამოთქვეს მოხალისეობის სურვილი და მათი აქტიური ჩართულობით მთელი ქვეყნის მასშტაბით, არცერთი მარტოხელა მოხუცი და ბავშვი, არ დარჩება ყურადღების გარეშე. 

დღეს, ახალგაზრდა თაობის ჩართულობა პროცესებში და თანადგომა უფროსი თაობის მიმართ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. არანაკლებ მნიშვნელოვანია, ისიც რომ ჩვენ ყველამ ვიგრძნოთ ჩვენი წილი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და როგორც შეგვიძლია, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და თუ რამეს გავაკეთებთ, ვაკეთოთ გულით“, - განაცხადა ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
კეიკო ფუჯიმორი პერუს პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა
საგამოძიებო: ორ სხვადასხვა კორუფციულ საქმეზე ორი პირი დავაკავეთ
კობახიძე კვლავ ცდილობს ცენზურის სამმართველოს მუშაობა გაამართლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics