11:58 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-16 18:32:37, 1268 ნახვა

საზოგადოება
StopCoV ფონდში 128 მლნ 700 ათასი ლარია მობილიზებული

16 აპრილის 18:00 საათის მდგომარეობით, COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ StopCoV ფონდში 128  მილიონ 700 ათასი ლარია მობილიზებული.

ფონდში შენატანები განახორციელეს ორგანიზაციებმა და ფიზიკურმა პირებმა:
 

·         ხალიკ ბანკი, 50 ათასი ლარი

·         საბუდარა, 20 ათასი ლარი

·         ლ.ვ სტანდარტ ჯგუფი საქართველო, 10 ათასი ლარი

·         გეზ მოტორსი (სს კაუკასუს აუტომოტივ რითეილ), 10 ათასი ლარი

·         Steel International Trading Company, 15 ათასი ლარი

·         მარაბდა-კარწახის რკინიგზა, 26 ათასი ლარი

·         რვალი, 2 ათასი ლარი

ამასთან, ქართული ოცნების მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სამი თვის განმავლობაში ხელფასის 1/3-ს კორონავირუსთან ბრძოლის StopCoV  ფონდში გადარიცხავენ.

სოლიდარობის აქციას შეუერთდნენ საქართველოს გენერალური პროკურორი და მისი მოადგილეები.
სოლიდარობის აქციას უერთდებიან აჭარისა და აფხაზეთის ა/რ მთავრობები.

ასევე, StopCoV ფონდში შემოწირულობები განახორციელეს „ბლექ სი არენა ჯორჯიას" და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშროლებმა.

StopCoV ფონდის საშუალებით ყველა მსურველს შეუძლია, კორონავირუსთან ბრძოლაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.

ჩარიცხვა ყველას შეუძლია: https://stopcov.ge/ka/Fund

მადლობა ერთიანობისთვის!





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
კეიკო ფუჯიმორი პერუს პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა
საგამოძიებო: ორ სხვადასხვა კორუფციულ საქმეზე ორი პირი დავაკავეთ
კობახიძე კვლავ ცდილობს ცენზურის სამმართველოს მუშაობა გაამართლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics