12:33 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-16 17:08:24, 1131 ნახვა

კომენტარი
ნათია თურნავა - გვინდა, მოვიძიოთ ინოვაციური იდეები, რომლითაც საწარმოთა შემოწმებისა და მონიტორინგის პროცესი დისტანციური გახდება

„საწარმოთა მონიტორინგი ძალიან შრომატევადი პროცედურაა“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საწარმოთა ინსპექტირების პროცესის ეფექტურობის გასაზრდელად და შემოწმების პროცედურის დასაჩქარებლად, ეკონომიკის სამინისტროს და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს კონკურსის გამოცხადების შესახებ კომენტირებისას განაცხადა.

„ჩვენ, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციასთან ერთად, დღეისთვის უკვე შემოწმებული გვაქვს 300-ზე მეტი საწარმო. ეს პროცესი დროის დიდ რესურსს მოითხოვს, ამასთან ჩვენი ინსპექტორები  მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებენ ინსპექტირებას", - დაამატა მინისტრმა.

კონკურსის მიზანია სახელმწიფოს გაუმარტივოს კომპანიების მონიტორინგის პროცესი და დაჩქარდეს ნებართვების გაცემა, რაც ქვეყანას და სრულიად მოსახლეობას აარიდებს ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას და ბიზნეს სექტორს  გამართულად ფუნქციონირების საშუალებას მისცემს.

პროცესი მიზნად ისახავს ისეთი ინოვაციური იდეების განხილვასა და მოწოდებას, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდება შემოქმებისა და მონიტორინგის პროცესი დისტანციური გახდეს.

„ბევრი ბიზნესის დროებით შეჩერება მოგვიხდა იმის გამო, რომ დავიცვათ მოსახლეობა ეპიდემიის გავრცელებისგან. ამ პერიოდს  გამოვიყენებთ იმისთვის, რომ მეტი ბიზნესი შევამოწმოთ და ვასწავლოთ, როგორ შეესაბამებოდნენ  ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნებს - შეიძინონ პირბადეები, დანერგონ პერიოდული დეზინფექციის პროცედურები, ჩაატარონ თერმოსკრინინგი და სხვა, რათა მეტად დაცულები იყვნენ", - განაცხადა მინისტრმა.

„ჩვენ გვინდა, გავზარდოთ შემოწმების ტემპი და ეფექტურობა, რათა მეტი ბიზნესი იყოს შემოწმებული და აღჭურვილი იმ მომენტისთვის,. როდესაც ეკონომიკის ამოქოქვას დავიწყებთ", - განაცხადა ნათია თურნავამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება
ნატო უარყოფს ესპანეთის წევრობის შეჩერებას აშშ-ის მუქარის შემდეგ
რუსმა მდიდარმა პირებმა ახალ ზელანდიაში ბუნკერების ყიდვა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics