11:58 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-16 16:19:35, 1250 ნახვა

საზოგადოება
სამეგრელოს რეგიონში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს დახმარება გადაეცათ

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო იძულებით გადაადგილებული ოჯახების დახმარებას აგრძელებს. ამ ეტაპზე, სურსათი და ჰიგიენური საშუალებები სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებ ოჯახებს გადაეცათ.

სააგენტოს ბიუჯეტში დევნილი ოჯახების დახმარების მიზნით 100 000 ლარამდე გამოიყო. ამ ეტაპზე, დევნილთა სააგენტო იმ ოჯახებს ეხმარება, რომლებსაც სახელმწიფოს მხარდაჭერა ყველაზე მეტად სჭირდებათ.  

სურსათისა და ჰიგიენური საშუალებების ნაკრებს მრავალშვილიანი ოჯახები, მარტოხელა მშობლები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და ონკოლოგიური ავადმყოფები იღებენ.  ამასთან, აღნიშნული დევნილი ოჯახები რეგისტრირებულები არიან სოციალურად დაუცველთა მონაცემთა  ბაზაში და მინიჭებული აქვთ 30 001-ზე ნაკლები ქულა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს საკვები პროდუქტები და პირველად მომხმარების ნივთები სააგენტოს დირექტორის მოადგილემ გიორგი მანჯავიძემ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გიგა ფარულავამ გადასცეს.

საკვებ პროდუქტებსა და პირველადი მოხმარების ნივთებს, საქართველოს მასშტაბით, ჯამში,  1050 დევნილი ოჯახი მიიღებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
კეიკო ფუჯიმორი პერუს პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა
საგამოძიებო: ორ სხვადასხვა კორუფციულ საქმეზე ორი პირი დავაკავეთ
კობახიძე კვლავ ცდილობს ცენზურის სამმართველოს მუშაობა გაამართლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics