2020-04-16 15:18:27, 1343 ნახვა
რეგიონი
ზუგდიდში, სენაკსა და ფოთში სასაფლაოები დაიხურება
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, რეგიონის დიდ ქალაქებში, ზუგდიდში, სენაკსა და ფოთში სადღესასწაულოდ სასაფლაოები დაიხურება.
მისი თქმით, დღემდე ფოთის და ზუგდიდის ბაზრები ნაწილობრივ ფუნქციონირებდა, დღეიდან კი დისტანციის დაუცველობის გამო ზუგდიდის, ხვალიდან კი ფოთის ბაზრები იხურება.
,,ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე ზუგდიდში, ფოთსა და სენაკში სასაფლაოები დაიხურება. ეს ხდება ისევ და ისევ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე. ძალიან ვთხოვ ჩვენს მოსახლეობას დაემორჩილონ მოთხოვნებს და გაითვალისწინონ რეკომენდაციები რასაც სპეციალისტები გასცემენ“, - განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,