12:56 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-15 23:01:47, 1588 ნახვა

საზოგადოება
შსს - საქართველოს 4 დიდ ქალაქში შესვლა-გამოსვლა შეიზღუდა

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, 2020 წლის 15 აპრილის 21:00 საათიდან, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, საქართველოს 4 დიდ ქალაქში შესვლა-გამოსვლის შეზღუდვა ძალაში შევიდა.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დადგენილი წესების შესაბამისად შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისის, რუსთავის, ქუთაისისა და ბათუმის მუნიციპალიტეტებში სრულად გააკონტროლებს მიმოსვლის პროცესს.

"საკონტროლო გამშვები პუნქტები თითოეული ამ ქალაქის შესასვლელებსა და გასასვლელებში 24 საათიან რეჟიმში მოქმედებენ და აკრძალულია იმ პირთა შესვლა, ვინც რეგისტრირებული არ არიან ამ ტერიტორიულ ერთეულებში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები აგრძელებენ მოქალაქეებისთვის შეზღუდვების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდებას. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს", - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნინო ნადირაძე ხოშტარიას ვივა-მედში გადაყვანაზე: კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics