12:56 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-15 21:17:41, 1669 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი ჩიქოვანი - მთავრობის და საპატრიარქოს ერთობლივი გადაწყვეტილებით, ეკლესიები არ დაიხურება

პრემიერ-მინისტრის მრჩეველის საერთაშორისო საკითხებში, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, მთავრობისა და საპატრიარქოს ერთობლივი გადაწყვეტილებით, ეკლესიები არ დაიხურება.

მისი თქმით, მცირე ზომის ტაძრებში მხოლოდ სასულიერო პირები იქნებიან,

„ჩვენ მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ არ დაირღვას კანონი და არ დაიხუროს ეკლესიები და დაცული იქნეს სოციალური დისტანცირება ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისა და სიცოცხლეზე ზრუნვის მიზნით. ერთობლივი გადაწყვეტილებით, ეკლესიაში დაცული იქნება უსაფრთხოების ყველა ნორმა, რომელიც დადგენილია ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ. კერძოდ, დიდი ზომის ეკლესიებში დაცული უნდა იყოს მინიმუმ 2 მეტრიანი სოციალური დისტანცია, ხოლო მცირე ზომის ეკლესიაში იქნებიან მხოლოდ სასულიერო პირები და ეკლესიის მსახურები. ამასთან, ყველა ეკლესიასთან მობილიზებული იქნება პოლიციის ეკიპაჟები, რომლებიც ადგილზე უზრუნველყოფენ კომენდატის საათის გათავალისწინებული ნორმების და სოციალური დისტანციის განუხრელ დაცვას. მოვუწოდებთ მოქალქეებს, რომ ქვეყანაში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა, რომლის ფარგლებში დაწესებული ე.წ. კომენდატის საათის დრო საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე იზღუდება ყოველგვარი გადაადგილება“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნინო ნადირაძე ხოშტარიას ვივა-მედში გადაყვანაზე: კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics