|
2015-08-12 20:42:38, 495 ნახვა
საზოგადოება
გიორგი მარგველაშვილმა ახალგაზრდა ოლიმპიელებს უმასპინძლა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, დღეს, პრეზიდენტის სასახლეში მე-13 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მონაწილეებს უმასპინძლა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქვეყნის პირველმა პირმა ახალგაზრდა სპორტსმენებს წარმატებული ასპარეზობა მიულოცა. „დიდი მადლობა მინდა გითხრათ იმ სიხარულისათვის, რაც თქვენ მოუტანეთ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. ეს სიხარული თავის კვალს ტოვებს და გავლენას ახდენს ჩვენი საზოგადოების ყოველდღიურ ცხოვრებაზე და ურთიერთობებზე. ამ დღეებში, თქვენი დამსახურებით, იმდენი სპორტული სიხარული და სასწაული ვნახეთ, რომ ბუნებრივია ეს აისახება საზოგადოების ცხოვრებაზეც. მინდა ხაზი გავუსვა იმასაც, რომ თქვენი წარმატებების მაგალითი მნიშვნელოვანი იქნება უამრავი ახალგაზრდისათვის, რომელიც დაინახავს თქვენში იმას, რაც თავადაც შეუძლია, რომ გააკეთოს, რა გზითაც შეუძლია თავადაც მიაღწიოს წარმატებას. მინდა მადლობა ვუთხრა მათ, ვინც მოახერხა და თავიდან ბოლომდე ორგანიზება გაუკეთა ამ მართლაც მნიშვნელოვან სპორტულ მოვლენას. ჩვენ შევძელით და დავსვით საქართველო მსოფლიო რუკაზე, არა მარტო სპორტული თვალსაზრისით, არამედ ორგანიზაციული თვალსაზრისითაც. გილოცავთ და თქვენი მომავალი გამარჯვებების იმედით, მინდა მადლობა გითხრათ ყველას ვინც მონაწილეობდით ამ ოლიმპიურ ფესტივალში“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა ახალგაზრდა ოლიმპიელებისადმი მისასალმებელ სიტყვაში. გიორგი მარგველაშვილმა ახალგაზრდა სპორტსმენებთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღო და მათ საჩუქრები გადასცა. ასევე პრეზიდენტმა საჩუქრები მიიღო საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლებისგანაც. წელს თბილისში გამართულ ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში საქართველომ 10 მედალი მოიპოვა, რომელთაგან 4 ოქროსა და 6 ბრინჯაოსია. გოგონათა შორის ასპარეზობაში ორი ოქროს მედალი მოიპოვეს ძიუდოისტებმა მზია ბებოშვილმა და ეთერ ლიპარტელიანმა. საზეიმო მიღება, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, მომღერალმა ელენე კალანდაძემ გააფორმა.
ბუქარესტში, ერთ-ერთ ელექტროსადგურში აფეთქება და მასშტაბური ხანძარი მოხდა
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)