2020-04-15 10:49:59, 1451 ნახვა
საზოგადოება
მარინა ეზუგბაია - ჩემი სახელით შექმნილია ყალბი ფეისბუქ გვერდი და მასზე განთავსებულ ინფორმაციას არ ენდოთ
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მისი სახელით ფეისბუქზე ე.წ. ფეიკ გვერდი შეიქმნა.
როგორც ეზუგბაიამ განაცხადა, ყალბ ფეისბუქ გვერდზე განთავსებული ინფორმაცია არასანდოა.
„მე არ მაქვს ფეისბუქი და არ ვსარგებლობ. შექმნილია ყალბი ფეიქბუქი ჩემი სახელით ამიტომ ძალიან გთხოვთ, მასზე გამოქვეყნებულ ნებისმიერ ინფორმაციებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ. გარდა ამისა სოციალური ქსელებითაც არ ვსარგებლობ. ყველა ინფორმაცია რაც ამ გვერდზე იდება არის ყალბი“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,