19:24 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-15 01:55:45, 2440 ნახვა

პოლიტიკა
ლაშა ნაცვლიშვილი- როდესაც COVID-თან ბრძოლის ფონდში ივანიშვილმა ჩარიცხა 100 მილიონი ლარი, ყველაზე დიდი სისულელე დაუპირისპირეს, რაც კი შეიძლება მოგეფიქრებინა - ფული საიდან აქვსო

„როდესაც COVID-თან ბრძოლის ფონდში ივანიშვილმა ჩარიცხა 100 მილიონი ლარი, მართლა ვფიქრობდი, რას დაუპირისპირებენ ამას და ყველაზე დიდი სისულელე დაუპირისპირეს, რაც კი შეიძლება მოგეფიქრებინა - ფული საიდან აქვსო,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ კონსულტანტმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ლაშა ნაცვლიშვილმა „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს 3 მილიარდი აქვს დახარჯული საქართველოში ქველმოქმედებისთვის, ფონდი „ქართუს“ გავლით, რომელსაც ყოველწლიურად ამოწმებს მისივე თხოვნით Big Four-ის აუდიტორიული კომპანია, რომელიც ამ დასკვნებს დევს. ეს დასკვნები საჯაროა ყველასთვის, ყველა თეთრი დაცულია.

„როდესაც COVID-თან ბრძოლის ფონდში ივანიშვილმა ჩარიცხა 100 მილიონი ლარი, მართლა ვფიქრობდი, რას დაუპირისპირებენ ამას და ყველაზე დიდი სისულელე დაუპირისპირეს, რაც კი შეიძლება მოგეფიქრებინა - ფული საიდან აქვსო. როგორი კითხვა არის, იცი? კალაძესთან ჩხრეკა რო ჩაატარო და ბუცები იპოვო და შენ საიდან გაქვს ბუცებიო. ხომ გესმით, კაცი არის 20 წელი ოფიციალური მილიარდერი, 20 წელი! მარტო 3 მილიარდი აქვს დახარჯული საქართველოში ქველმოქმედებისთვის, ფონდი „ქართუს“ გავლით, რომელსაც ყოველწლიურად ამოწმებს მისივე თხოვნით Big Four-ის აუდიტორიული კომპანია, რომელიც ამ დასკვნებს დევს. ეს დასკვნები საჯაროა ყველასთვის, ყველა თეთრი დაცულია. ყველამ იცის, რომ ერთადერთი დონატორი და ერთადერთი დამფუძნებელი ამისა არის ბიძინა ივანიშვილის ოჯახი და ყველა თანხა, მისი ოჯახის პირადი თანხაა, რომელმაც გაიარა ყველა განსაწმენდელი, საბიუჯეტო იქნებოდა თუ ფისკალური. ეს ფული მოდის, იმიტომ რომ ეს არის მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი სოციალური კაპიტალი“, - განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics