01:13 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-15 01:54:37, 2368 ნახვა

ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი: საქართველო ერთ-ერთი ყველაზე სოლიდური მოცულობის დახმარების მიმღები ქვეყანა იქნება საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხრიდან

საქართველო ალბათ ერთ-ერთი ყველაზე სოლიდური მოცულობის დახმარების მიმღები ქვეყანა იქნება საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხრიდან, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა „ღამის კურიერში" საუბრისას.
 

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს მთავრობა ყოველდღიურ რეჟიმში პარტნიორ დონორ ორგანიზაციებთან ინტენსიურ მოლაპარაკებებს მართავს.
 

„მინდა მადლიერება გამოვხატო ჩვენი დონორების მიმართ. ამ მოლაპარაკებების შედეგად, ჩვენ, დაახლოებით, 1,5 მილიარდი დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსის კონსოლიდირება მოვახდინეთ, რომელიც შეთანხმდა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. თავის მხრივ, საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც გამოთქვა მზადყოფნა, გამოყოს დახმარება. ჯამში, საკმაოდ რეალურია საქართველომ როგორც საბიუჯეტიო, ისე მიზნობრივი დახმარების სახით მიიღოს 1,5 მილიარდი დოლარის ოდენობის მხარდაჭერის პაკეტი", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.
 

მისი თქმით, დონორების მხრიდან ასევე აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს საფინანსო და კერძო სექტორთან და აქაც საუბარია, დაახლოებით, 1,5 მილიარდ დოლარამდე ფინანსური რესურსის მობილიზებაზე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics