06:09 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-12 20:29:56, 593 ნახვა

ეკონომიკა
თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების კოლეგიამ ირაკლი ღარიბაშვილი ბიზნესფორუმზე მიიწვია

თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების კოლეგიამ (DEIK) საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უმსხვილესი ბიზნესკომპანიების მონაწილეობით დაგეგმილ ბიზნესფორუმზე  მიიწვია.

ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილის და თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების კოლეგიის (DEIK) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, ომერ ჯიჰად ვარდანის შეხვედრაზე აღინიშნა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბიზნესფორუმი ახლო მომავალში სტამბულში გაიმართება და მას თურქეთის წამყვანი ბიზნესსექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან.

მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის სავაჭრო–ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორულ თანამშრომლობას და მიმდინარე რეგიონული პროექტების მნიშვნელობას.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა DEIK –ის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში განხორციელებული ეკონომიკური რეფორმებისა და არსებული საინვესტიციო გარემოს შესახებ. DEIK–ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, ომერ ჯიჰად ვარდანის განცხადებით, იზრდება თურქი ბიზნესმენების ინტერესი საქართველოში ინვესტიციების განხორციელებისადმი.

DEIK–ი თურქეთის ბიზნესწრეების ერთ-ერთ უმსხვილეს და გავლენიან გაერთიანებას წარმოადგენს. იგი დაარსდა 1986 წელს. მისი მიზანია თურქეთის კერძო სექტორის საგარეო ეკონომიკური ურთიერობების წარმოებისადმი ხელშეწყობა და სავაჭრო კავშირების გაღრმავება. DEIK-ს ჰყავს 99 დამფუძნებელი ორგანიზაცია. მასში ასევე შედიან ბიზნესსაბჭოები, რომლებიც 900-მდე კომპანიას აერთიანებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics