|
2020-04-14 20:39:12, 18798 ნახვა
ომი უკრაინაში
ამირან გამყრელიძე - ვატყობ, რომ ქალაქში დადის ბევრი მანქანა, ადამიანები ისევ იკრიბებიან - ცეცხლს ვეთამაშებით
ქალაქში დადის ისევ ბევრი მანქანა, ადამიანები იკრიბებიან, ეს დაუშვებელია - ცეცხლს ვეთამაშებით, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. გამყრელიძის თქმით, მომავალი 2-3 კვირა იქნება ძალიან მძიმე და იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება დაცული რეკომენდაციები, აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში საქართველოში რამდენიმე ათასეული შემთხვევა დაფიქსირდება, რომლის მართვაც იქნება რთული. „თუ ჩვენ მოვადუნეთ დღეს სოციალური დისტანცირების თვალსაზრისით და არ დავიცავით საგანგებო მდგომარეობით განსაზღვრული რეგულაციები, იცოდეთ, აპრილის ბოლოს მაისის დასაწყისში, რამოდენიმე ათასეული შემთხვევა გვექნება ქვეყანაში, რომლის მართვაც საკმაოდ მძიმე ტვირთი იქნება ჯანდაცვის სისტემისთვის და გვექნება დანაკარგები, ამ ყველაფერს უნდა მოვეკიდოთ ძალიან სერიოზულად. დავიცვათ ყველა წესი, რასაც გვეუბნება სახელმწიფო - დარჩი სახლში,დაიცავი დისტანცია, გქონდეს სოციალური დისტანცირება, არ შევიკრიბოთ 3 ადამიანზე მეტი, არ გავმართოთ ქეიფები, ქორწილები, მწუხრის სუფრა - შევიკავოთ ამ ეტაპზე თავი, შევიკავოთ თავი ბევრი კიდევ სხვა, ტრადიციული თუ რელიგიური თუ არარელიგიური ღონისძიებებისგან. ჩვენ არ გვაქვს მოდუნების და დამშვიდების უფლება ერთი წუთით. ვატყობ, რომ გუშინ , გუშინწინ ქალაქში ისევ დადის ბევრი მანქანა, ადამიანები ისევ იკრიბებიან. ეს დაუშვებელია, ცეცხლს ვეთამაშებით,. მომავალი 2-3 კვირა იქნება ძალიან მძიმე, იმიტომ რომ 300-ს რომ გადავცილდებით მოსალოდნელია იყოს კიდევ უფრო მეტად სწრაფი ზრდა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)