|
2020-04-14 13:21:57, 15143 ნახვა
ომი უკრაინაში
იოანე ღვთისმეტყველის ტაძარი, სადაც დაინფიცირებული მღვდელი წირვებს ატარებდა, დაკეტილია
კორონავირუსით ინფიცირებული სასულიერო, თბილისში,ვერაზე მდებარე, წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის მსახურია. ის წირვას, ბზობის დღესასწაულზეც აღასრულებდა. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური ხარების დღესასწაულზე, 7 აპრილს, ტაძარში იმყოფებოდა და სხვა სასულიერო პირებთან ერთად მსახურებდა. „ჩემი მოძღვარია. რაც ეს მდგომარეობა გამოცხადდა ეკლესიასთან შეხება არ მაქვს. სამი შვილი მყავს. ისე, ამ დროს იყო-ხოლმე წირვაზე. ბზობის წირვაც ჩატარდა და ხალხმრავლობაც იყო“, – განუცხადა „ფორმულას“ ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე მაცხოვრებელმა. დაკეტილი იყო აღნიშნული ტაძრის გვერდით მდებარე ლურჯი მონასტერიც. თუმცა, ამ დროისთვის ლურჯ მონასტერში მრევლს გადაადგილება შეუძლია. ინფიცირების წყარო ერთ-ერთი ექთნის ძმაა, რომელიც თბილისში ერთ-ერთ ეკლესიის მსახურია, ასევე დაინფიცირებულია ექთნის შვილი და დედამთილი. მისი თქმით, სასულიერო პირის ოჯახის სამ წევრს უფიქსირდება კორონავირუსით ინფიცირება. ინფიცირების წყარო უცნობია. „სასულიერი პირს დაუდასტურდა კოვიდ19, გამოვლენილია მშრალი ხველა და ტემპერატურის მაღალი მაჩვენებელი. ეს სასულიერ პირი გუშინ შემოიყვენეს, ოჯახიდან სულ სამი წევრია მოთავსებული. ინფიცირების წყარო ვინ არის არ ვიცით ჯერ“, - განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)