|
2020-04-13 18:29:45, 17634 ნახვა
ომი უკრაინაში
რატიანი - 4 მძიმე პაციენტიდან ორის მდგომარეობა კრიტიკულია, ხოლო ორი სტაბილურად მძიმეა
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით კლინიკაში მყოფი 4 მძიმე პაციენტიდან, ორი სტაბილურად მძიმეა ხოლო ორის მდგომარეობა კრიტიკულია, ისინი ხელოვნური მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან. მან ასვე განაცხადა, რომ კლინიკას დღეს მხოლოდ ერთი კოვირ-19-ით ინფიცირებული პაციენტი დაემატა. „ასევე ორის მდგომარობა სტაბილურად მძიმე რჩება, ჰემოდინამიკის პარამეტრები შედარებით გაუმჯობესებულია. გვყავს კიდევ ერთი პაციენტი - 46 წლის, რომელთანაც სახეზეა ორმხრივი მწვავე პნევმონია, კორონავირუსით ინფიცირებულია და სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნება. ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა შეიძლება, სტაბილურად ჩაითვალოს, არ საჭიროებს მაღალი კონცენტრაციის ოქსიგენოთერაპიას. კლინიკაში რჩება ორსული პაციენტი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. ასევე გვყავს სამი მოზარდი, მინდა გითხრათ, რომ სამივე მოზარდთან ჩატარებული კვლევების შედეგად, რომელიც დღეს მივიღეთ, არცერთთან პათოლოგია არ ვლინდება, ასევე არ არის კლინიკური გამოვლინებები. შემოსული პაციენტებიდან ყველასთან გრძელდება სიმპტომურად მკურნალობა“, - აცხადებს რატიანი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)