13:59 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-13 16:31:31, 1237 ნახვა

საზოგადოება
EMC - სოცმუშაკების ტრანსპორტირების პრობლემა მოუგვარებელია

EMC(ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი) და „სოციალურ მუშაკთა გაერთიანება“, ეხმიანებიან საგანგებო მდგომარეობის მიმდინარეობისას სოციალური მუშაკების წინაშე არსებულ გამოწვევებს და მთავრობასა და ჯანდაცვის სამინისტროს მათი საჭიროებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებენ. 

ამ ეტაპზე, სოცმუშაკებს რთულ შრომით პირობებში უწევთ მუშაობა. მიუხედავად არსებული მდგომარეობის დასარეგულირებლად სახელმწიფოს მიერ გადადგმული ცალკეული ნაბიჯებისა, სოციალური მუშაკების წინაშე გარკვეული პრობლემები რჩება.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ტრანსპორტირების საკითხი, რომელიც დიდი ხანია სოციალური მუშაკების გამოწვევაა და საჯარო ტრანსპორტის აკრძალვასთან ერთად, კიდევ უფრო გამწვავდა. დღეს, სოციალურ მუშაკებს ბენეფიციართან გადაუდებელი ვიზიტის საჭიროებისას საკუთარი ხარჯებით უწევთ ტაქსით გადაადგილება.

სოციალური მუშაკების როლი COVID – 19-ის ეპიდემიის მიმდინარეობისას უმნიშვნელოვანესია. იქიდან გამომდინარე, რომ მათი უშუალო სამუშაო მოწყვლადი ჯგუფების გამოწვევების იდენტიფიცირება და მათი მხარდაჭერაა. სოციალური მუშაკების ეფექტიან რეაგირებას გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს კრიზისის პირობებში კიდევ უფრო გამწვავებული სოციალური და ეკონომიკური პრობლემების წინაშე მდგარი ადამიანების გადარჩენისთვისაც კი.

მივმართავთ მთავრობას და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს აღმოფხვრან სოციალური მუშაკების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული გამოწვევები და სამსახურებრივი საჭიროებისათვის მათი უსაფრთხო გადაადგილება უზრუნველყოს;





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნინო ნადირაძე ხოშტარიას ვივა-მედში გადაყვანაზე: კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics