05:45 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-13 13:11:37, 1740 ნახვა

რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძემ სამსახურის უფროსებთან ონლაინ თათბირი გამართა

შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ სამსახურის უფროსებთან ონლაინ თათბირი გამართა.

თათბირზე კორონავირუსის პრევენციასთან დაკავშირებული საკითხები და უახლოეს პერიოდში განსახორციელებელი ღონისძიებები განიხილეს.

ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტის მერია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან და შესაბამის უწყებებთან ერთად მუშაობს კრიზისული ბიუჯეტის პარამეტრებზე.

მერის განცხადებით ის რესურსები, რომლებიც დღეს არის მობილიზებული ბიუჯეტში მაქსიმალურად რაციონალურად გამოიყენება.

მერიისა და საკრებულოს ერთობლივი გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გამოყოფილი საწვავის ლიმიტები მაქსიმალურად შემცირდა მინიმუმადე. შედეგად საწვავი ლიმიტი შეუმცირდათ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს, მერიის სამსახურის უფროსებს, მერის წარმომადგელებს ადმინისტრაციულ ერთეულებში. დარჩენილი რესურსი, როგორც მატერიალური, ასევე სატრანსპორტო და ადამიანური მთლიანად მოხმარდება კორონავირუსთან ბრძოლის ღონისძიებებს.

თათბირზე აღინიშნა, რომ შეუფერხებლად მიმდინარეობს ყველა სამსახურის სამუშაო პროცესი და საჯარო მოხელეები ჩართული არიან ასევე კორონავირუსის ბრძოლის პრევენციულ ღონისძიებებში. რეკომენდაციების დაცით მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც შემდეგშიც გაგრძელდება. კორონავირუსის პრევენციულ ღონისძიებებს კონტროლს უწევს ზედამხედველობის სამსახური.

ფრიდონ ფუტკარაძემ მერიაში ცხელი ხაზის მუშაობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ცხელი ხაზის საშუალებით არაერთ მოქალაქეს გაეწია დახმარება.

ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით, მერიაში 24 საათის განმავლობაში მოქმედებს ცხელი ხაზი ☎- 08 000 000 08; ნებისმიერი კითხვის, ინფორმაციის დაზუსტების ან საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ ასევე მერის მოადგილეებს ☎ 577 20 22 54; 593 33 06 67.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics