|
2020-04-13 10:48:57, 8161 ნახვა
ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაია - თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, კორონავირუსით ინფიცირებული 2 პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმეა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში, კორონავირუსით ინფიცირებული 2 პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. მისი თქმით, დანარჩენ პაციენტებთან, რომლებსაც პნევმონია აქვთ, დაავადების პროგრესირება არ შეიმჩნევა. „გუშინ დღე-ღამის განმავლობაში დაგვემატა 14 დადასტურებული პაციენტი. ამჟამად გვაქვს 266 დადასტურებული შემთხვევა. აქედან 78 ჩვენი პაციენტია. ქვეყნის მასშტაბით 67 გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერა. აქედან 45 პაციენტი ჩვენია. ჩვენი პაციენტების მდგომარეობა დინამიურად გაუმჯობესებულია. ჯერჯერობით ჩვენ გვრჩება ძალიან მძიმე და პრობლემური 2 პაციენტი. ერთთან შეიმჩნევა სტაბილიზაცია, მეორესთან კი ჯერჯერობით ვერ ხდება სტაბილიზაცია. დანარჩენი მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტების დაავადების პროგრესირება არ მიმდინარეობს. ეს იმის მაჩვენებელია, რომ ალბათ, მათი გამოსავალი კეთილსაიმედო იქნება და არ გახდება არცერთი კრიტიკული“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)