02:10 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-12 17:14:59, 2202 ნახვა

მსოფლიო
ბორის ჯონსონმა კლინიკა დატოვა და ტვიტერში სამადლობელი პოსტი გამოაქვეყნა

BBC იუწყება, რომ დღეს 12 აპრილს, დიდი ბრიტანეთის პრმიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი კორონავირუსის ინფექციისგან გამოჯანმრთელდა და უკვე კლინიკას ტოვებს.

მან ასევე საკუთარი ტვიტერის გვერდზე სამადლობელი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ის მადლობას უხდის საავადმყოფოს თანამშრომლებს და ყველას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს. 

„ძალიან რთულია შესაფერისი სიტყვების პოვნა,შთაბეჭდილების გამოსახატავად. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა „NHS”-ის თანამშრომელს ჩემი სიცოცხლის გადარჩენისათვის.
მოვუწოდებ ყველას, მთელი ქვეყნის მასშტაბით,  სახლში დარჩენა ნამდვილად ღირს. 
ერთად ჩვენ დავძლევთ ამ გამოწვევას, როგორც აქამდე გადავლახეთ დანარჩენები ",- განაცხადა ბორის ჯონსონმა ტვიტერის სოციალურ ქსელში. 

მიუხედავად გამოჯანმრთელებისა, ბორის ჯონსონი, პრემიერ-მინისტრის უფელბა-მოვალეობების შესრულებას ჯერ-ჯერობით არ გააგრძელებს.

შეგახსენებთ, მას კორონავირუსი 27 მარტს დაუდგინდა და მდგომარეობის დამძიმების გამო დღემდე იგი კლინიკაში მკურნალობდა.

 





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics