05:46 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-12 15:35:43, 1701 ნახვა

რეგიონი
პოლიცია ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში სპეციალური საკარანტინო რეჟიმის აღსრულებას უზრუნველყოფს

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, ქობულეთის მუნიციპალიტეტის  ადმინისტრაციულ ერთეულებში - გვარა, მუხაესტატე, ლეღვა, წყავროკა მკაცრ საკარანტინო შეზღუდვები დაწესდა.

საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებულ მკაცრ საკარანტინო შეზღუდვებს და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას ადმინისტრაციულ ერთეულებში შინაგან საქმეთა სამინისროს თანამშრომლები 24  საათის განმავლობაში უზრუნველყოფენ.

საკარანტინო პირობები და სპეციალური რეჟიმი ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადამინისტრაციულ ერთეულებში  მოქალაქეთა შესვლისა და გამოსვლის შეზღუდვასაც ითვალისწინებს. გვარას, მუხაესტატეს, ლეღვას და წყავროკას შემსვლელ და გამსვლელ საგანგებოდ მოწყობილ სპეციალურ გამშვებ პუნქტებზე კონტროლს პოლიცია და თავდაცვის ძალები განახორციელებენ.

გარდა ამისა, როგორც საკარანტინო ზონებში, ასევე სპეციალურ გამშვებ პუნქტებზე მოხდება მოქალაქეთა პირველადი თერმოსკრინინგი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ადგილობრივ მოსახლეობას საკარანტინო შეზღუდვებს განუმარტავენ და საჭიროების შემთხვევაში მაქსიმალურად დაეხმარებიან.

საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.

საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებულ მკაცრ საკარანტინო შეზღუდვებს და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას პოლიცია მარნეულის, ბოლნინის და ლენტეხის მუნიციპალიტეტებშიც უზრუნველყოფს.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics