19:50 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-10 11:54:06, 1329 ნახვა

კომენტარი
რატიანი - ტერმინალური პაციენტი, რომელიც შემოვიდა მარნეული-ბოლნისის კლასტერიდან, რამდენიმე საათში დატოვებს კლინიკას

პირველი საუნივერსიტეტო კლილინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, ტერმინალური პაციენტი, რომელიც მარნეული-ბოლნისის კლასტერიდა არის, გამოჯანმრთელდა და რამდენიემე საათში დატოვებს კლინიკას.

მან ასევე განაცხადა, რომ სამი მოზარდის მდგომარეობა, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაემატა კლინიკის პაციენტთა რიცხვს, მათი მდგომარეობა სტაბილურია.

„ამ ეტაპზე კლინიკაში არის 55 პაციენტი. დავიწყებ სასიხარულო ინფორმაციით, ტერმინალური პაციენტი, რომელიც შემოვიდა მარნეული-ბოლნისის კლასტერიდან ამ ეტაპზე, მისი მდგომარეობა არის დაადებითი, ინ გამოჯანმრთელდა და რამდენიმე საათში დატოვებს კლინიკას.

რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, რეანიმაციის განყოფილებაში გვიწევს 7 პაციენტი. აქედან 3 ფილტვის ხელოვნურ ვინტილაციაზეა, დანარჩენი პაციენტების სმდგომარეობა სტაბილურია, არიან ოქსიგენ დამოკიდებული და აგრძელებენ სიმფტომურ მკურნალობას.

ასევე იცით, რომ გვყავს სამი მოზარდი პაციენტი. მათი მდგომარეობა ამ ეტაპამდე სტაბილურია და არანაირ სიმფტომურ ჩარევას არ საჭიროებე.

ასევე გვყავს ორი ორსული პაციენტი. 24  და უკვე 9 კვირის ორსულის მდგომარეობა სტაბილურია და ფიზიოლოგიურ პირობებშია.

33 პაციენტს კომპიუტერული ტომოგრაფიით დადასტურებული მწვავე პნევმონია აქვს და ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზეა. მკუნალობა გრძელდება სახელმწიფო პროტოკოლის და ჩვენი შიდა პროტოკოლის მიხედვით.

დღეს საღამოს კიდევ 2 პაციენტი დატოვებს კლინიკას“, - განაცხადა ლევან რატიანმა.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ომბუდსმენი: მზად ვარ, შევისწავლო სამედიცინო დახმარების ეფექტიანობა, თანხმობის შემთხვევაში
ხოშტარია: აუცილებლად ვაიძულებთ მკურნალობას, არ იდარდოთ, ვკონცენტრირდეთ რეჟიმის ჩამოშლაზე
დიუშენის მქონე ბავშვების მშობლების თქმით, დღეს, 19:00 საათზე ჯანდაცვის მინისტრს შეხვდებიან
კალაძე: ელენე ხოშტარიას მინდა, მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics