|
2015-08-12 10:58:02, 4246 ნახვა
რეგიონი
ფოთში ტურიზმის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი სასტუმროთა ქსელის გაფართოებაა
ფოთში ტურიზმის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი სასტუმროთა ქსელის გაფართოებაა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ფოთის მერიიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ამ მიზნით, ადგილობრივი ხელისუფლება ინვესტორებთან კონტაქტების დამყარებაზე ზრუნავს. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერს ირაკლი კაკულიას დეველოპერული კომპანია შპს ,,სიმეტრია“-ს მეპატრონე, ყაზახეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი შალვა ჯახუტაშვილი და კომპანიის დირექტორი გოჩა ჯაიანი საინტერესო ინიციატივით ეწვივნენ. შეხვედრისას ითქვა, რომ კომპანიის ხელმძღვანელობას გადაწყვეტილი აქვს ფოთში, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, თანამედროვე ტიპის სასტუმრო ააშენოს. საუბრისას მშენებლობისათვის მიწის გამოყოფისა და სხვა საქმიანი საკითხები გამოიკვეთა. ამ ეტაპზე პირობებისა და პარტნიორული ნიუანსების შეთანხმება მიმდინარეობს. ირაკლი კაკულიამ ინვესტორის წინადადება მოიწონა და სასიკეთო პროექტის განხორციელების საქმეში მხარდაჭერა გამოხატა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)