15:02 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-09 13:51:13, 1346 ნახვა

საზოგადოება
პრემიერის განცხადებით, აშშ-ში მყოფი 79 ქართველი სკოლის მოსწავლე სამშობლოში დაბრუნდება

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს მთავრობამ და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ, ერთობლივად მიიღეს გადაწყვეტილება, 79 ქართველი სკოლის მოსწავლე, რომელიც დღეს იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფაქტობრივად, სპეციალური საშუალებებით გამოვიყვანოთ იქიდან

მთავრობის მეთაურის თქმით, ხვალ, 10 აპრილს შედგება რეისი ამერიკის შეერთებული შტატებიდან  დოჰაში, რომლის უზრუნველყოფას ახდენს ამერიკული მხარე, ხოლო დოჰადან თბილისში, 79 ბავშვის საქართველოში ჩამოყვანას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა.  მისივე განცხადებით, მათმა მშობლებმა გამოთქვეს ამის სურვილი.

„მე მინდა, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, ადმინისტრაციას მადლობა გადავუხადო. ასევე, რა თქმა უნდა, საელჩოს საქართველოში, მის სრულ შემადგენლობას, ელჩს, ქალბატონ კელი დეგნანს მინდა მადლობა გადავუხადო.

გარდა ამისა, ჩვენ, ჩვენს სომეხ კოლეგებთან ერთად ვითანამშრომლეთ, მათი მხრიდან იყო თხოვნა და ამ რეისით და ამერიკიდან გამოვიყვანთ ასევე, სომხეთის მოქალაქე 35 ბავშვს, ასევე სკოლის მოსწავლეებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკის თქმით, უკრაინამ მოსკოვის რეგიონში მდებარე დუბნას კოსმოსური კომუნიკაციების ცენტრს მეორედ დაარტყეს
კახა კალაძე; პეტერ ფიშერი არის მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ელჩი
ნატა ფერაძე: ბერას გინებაზე 3 000 ლარით დამაჯარიმეს
ეკატერინე ივანიშვილი მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედის მიმართვას პასუხობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics