|
2020-04-09 10:19:41, 2523 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - საარჩევნო შეთანხმებას გარანტირებულად შევასრულებთ
„გარანტირებულად, შეთანხმებას შევასრულებთ, რომელ შეთანხმებაშიც შედის, რომ გადავალთ ისევ შერეულზე, მაგრამ 30/120/30 მოდელზე“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მამუკა მდინარაძემ POSTV-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა. მამუკა მდინარაძის თქმით, პოლიტიკური პროცესი არ არის გაჩერებული. მისივე შეფასებით, რიგი ოპოზიციური პარტიების ქმედებების გამო ეს პროცესი მას ცალ კარში თამაშს აგონებს. როგორც მან აღნიშნა, ეს პროცესი საგანგებო მდგომარეობამ გააჩერა და მორჩება თუ არა საგანგებო მდგომარეობა, ჩვენ შევძლებთ სახალხო განხილვა მათ შორის, დისტანციურად ჩავატაროთ და ეს შეთანხმება აღვასრულოთ. „ცალ კარში თამაში მიდის. მე მეგონა, რომ ასეთ მძიმე პრობლემასთან ბრძოლის ნაწილი გახდებოდა ჩვენი ოპოზიცია. რა თქმა უნდა, ვიღაცები თავს იკავებენ და მხოლოდ იმით შემოიფარგლებიან, და ეს მისასალმებელია, რომ მოუწოდებენ საზოგადოებას, რომ დარჩნენ სახლში, შეასრულონ რეკომენდაციები, მაგრამ სხვა ნაწილი, განსაკუთრებით ის პარტია, რომელიც ცნობილია ასეთი მოქმედებებით, არ იკავებს თავს და თუ ხანდახან ტეევიზორსაც შევხედავთ, ვნახავთ, რომ აღარ იციან რა ქნან. რაც შეეხება იმას, თუ რა იქნება პოლიტიკურ ველზე და როდის მოვრჩებით ამ ცალ კარში თამაშს. ხალხი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს. მთავრობა, პარლამენტი და ყველა სტრუქტურა როგორ შეთანხმებლად და დალაგებული მენეჯმენტით მოქმედებს. ეს ცალ კარში თამაში მალე მორჩება იმედია. ორ და სამ კვირას არ ვგულისხმობ, გავუმკლავდებით ამ გამოწვევას, გავიმარჯვებთ ამ ბრძოლაში, და ჩვენ შევალთ იმ ფაზაში, როდესაც ჩვენ გვექნება არჩევნები“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ. ვიცე-სპიკერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა საერთაშორისო პარტნიორების წვლილი შეთანხმებ ის მიღწევაში და მათ მადლობა გადაუხადა. მისივე განცხადებით, ოპოზიციასთან შეთანხმებით , შესაბამის კანონმდებლობში ცვლილებების განხორციელება შემჭიდროვებულ ვადებში მოხდება. „ჩვენ მადლობა უნდა გადავუხადოთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რადგან მათი უდიდესი ჩართულობით იყო მიღწეული ეს შეთანხმება. შესაბამისი საკანონდებლო ცვლილებებიც მოყვება ამას საარჩვენო კოდექსში. ჩვენ ოპოზიციასთან შევთანხმდით და ამ შემთხვევაში ოპოზიციის უდიდესი ნაწილი იყო ძალიან კონსტრუქციული, რომ ჩვენ შემჭიდროვებულ ვადებში მოვახერხებთ ამ ცვლილებების შეტანას“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)