2015-08-12 09:31:50, 447 ნახვა
საზოგადოება
ღარიბაშვილი: ჩემთვის დიდი პატივია, რომ სუპერთასის ფინალს თბილისმა უმასპინძლა
„ჩემთვის დიდი პატივია რომ სუპერთასის ფინალს თბილისმა უმასპინძლა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.
„ჩემთვის დიდი პატივია რომ სუპერთასის ფინალს თბილისმა უმასპინძლა. ვულოცავ საფეხბურთო კლუბ "ბარსელონას" და მის თითოეულ გულშემატკივარს ღირსეულ გამარჯვებას ! ეს იყო ძალიან დაძაბული და ძალიან საინტერესო თამაში, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში დაამახსოვრდება მსოფლიოს!”, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
უეფა-ს ევროპის სუპერთასის მფლობელი „ბარსელონა“ გახდა.
„ბარსელონამ“ "დინამო არენაზე" გამართულ მატჩში „სევილია“ ანგარიშით 5-4 დაამარცხა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან