|
2020-04-07 15:41:54, 10413 ნახვა
ომი უკრაინაში
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის სიმპტომებით ორსული ქალი შეიყვანეს
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ექიმი-ინფექციონისტის, ლალი დარახველიძის განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის სიმპტომებით ორსული ქალი შეიყვანეს. მისი თქმით, ფეხმძიმე ქალი საკარანტინე ზონაში იმყოფებოდა და სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დღეს, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანა. „2 ახალი შემოგვემატა საკარანტინე ზონიდან, ორივე შემოყვანილია სასწრაფო დახმარების მიერ. ერთი შუახნის მამაკაცია, რომელიც გუშინ საღამოს შემოიყვანეს და მეორე კი დღეს, ორსული ქალბატონი შემოიყვანეს. ჩივილები ორივე მათგანთან არის, სუფებრინული ტემპერატურა, ყელის ტკივილი. ორსულ ქალბატონს დამატებით აქვს მშრალი ხველა და მსუბუქი თავის ტკივილი. ორივე შემთხვევაში იგეგმება ანალიზის გაკეთება, ნაცხი გადაიგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში სადიაგნოსტიკოდ. მათი ზოგადი მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. იმყოფებიან დაკვირვების ქვეშ“, - განაცხადა ლალი დარახველიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)