2020-04-06 15:02:30, 1408 ნახვა
საზოგადოება
აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურის მკვეთრი დაცემაა მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7-8 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოში კავკასიის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 7 აპრილს მოსალოდნელია ნალექი ბარში წვიმის, მთაში თოვლის სახით და ნისლი. 8 აპრილს ნალექი შესაძლოა ბარშიც ზოგან თოვლის სახით აღინიშნოს.
მათივე ინფორმაციით, 8-9 აპრილს, ღამის საათებში, შიდა ქართლსა და კახეთში მოსალოდნელია ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება ბარში -2,-4, მთაში -4,-6 გრადუსამდე. უარყოფითმა ტემპერატურამ შესაძლებელია ყვავილობის ფაზაში მყოფი ხეხილის და საშემოდგომო ხორბლის ნათესების დაზიანება გამოიწვიოს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,