|
2020-04-06 13:32:42, 4297 ნახვა
ომი უკრაინაში
ტიკარაძე - საჩხერის საავადმყოფოში პირადი უსაფრთხოების აღჭურვილობის დეფიციტი არ აღინიშნება
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საჩხერის საავადმყოფოში არ აღინიშნება პირადი უსაფრთხოების აღჭურვილობის დეფიციტი. მისი თქმით, შემთხვევა, რომლის გამოც საჩხერის საავადმყოფო კარანტინში აღმოჩნდა, საავადმყოფოს დირექტორისა და მედპერსონალის მაღალ თვითშეგნებასა და პასუხიმგებლობაზე მიუთითებს. „თქვენ იცით, რომ საჩხერის საავადმყოფო ისევე როგორც საჩხერის სასტუმრო, პირველივე დღეიდან არიან ჩართულები კორონავირუსის ინფექციის მართვაში. ის გამოყენებული იყო საწყისად როგორც საკარანტინე ზონად და შემდეგ უკვე ჩაერთო კოვიდის მართვაში სტაციონარიც. საჩხერის საავადმყოფოში არ აღინიშნება დეფიციტი პირადი უსაფრთხოების აღჭურვილობის. ამ შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს, როგორც საჩხერის საავადმყოფოს დირექტორის, ასევე მედპერსონალის მაღალკვალიფიციურ და მაღალ შეგნებასთან, რის გამოც მათ სამინისტროსა და დაავდებათა კონტროლის ცენტრის მხრიდან მიწოდებული გაიდლაინის მყისიერად გამოყენება გადაწყვიტეს, რაც აღმოჩნდა იმ შედეგის მომცემი, რომ ჩვენ პირველივე ტალღასა და ეტაპზე მოვახდინეთ ექიმის ინფიცირების დიაგნოსტირება, რამაც ჩვენ თავიდან აგვაცილე ამ ვირუსის გავრცელება მედპერსონალსა და მოსახლეობაში. ამისთვის მინდა მადლობა გადავუხადო როგორც საჩხერის საავადმყოფოს მედპერსონალს, ასევე მის ხელმძღვანელს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)