|
2020-04-06 13:16:43, 5839 ნახვა
ომი უკრაინაში
ჯანდაცვის მინისტრი - ეტაპობრივად შევძლებთ, გადავიდეთ სახლში მკურნალობის შემთხვევების მენეჯმენტზეც
ჩვენ ეტაპობრივად შევძლებთ, რომ გადავიდეთ სახლში მკურნალობის შემთხვევების მენეჯმენტზეც, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული პრაქტიკა არაერთ ქვეყანაში განხორციელდა და საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა. „სახლში მკურნალობის მსგავსი პრაქტიკა უკვე არაერთმა ქვეყანამ გამოიყენა. ეს არის საკმაოდ ეფექტური პრაქტიკა. ჩვენ სატესტო რეჟიმში უკვე გვაქვს საკმაოდ დადებითი დინამიკა იმასთან დაკავშირებით, რომ 112-ზე შემომავალი ზარების სრული მონიტორინგი უკვე ხორციელდება ჩვენი ოჯახის ექიმების მხრიდან და ხდება სათანადოდ საკმაოდ კვალიფიციური დიაგნოსტირება და კონსულტაციის გაწევა. ეს პრაქტიკა ნელ-ნელა კიდევ უფრო დაიხვეწება და უკვე გამოვლენილი შემთხვევების მიხედვით, ჩვენ ეტაპობრივად შევძლებთ, რომ გადავიდეთ სახლში მკურნალობის შემთხვევების მენეჯმენტზეც, იმის მიხედვით, თუ რამდენად გართულებულ შემთხვევებთან გვექნება საქმე. ამის სტატისტიკასაც ეტაპობრივად გავაცნობთ ჩვენს მაყურებლებს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)